საგარეჯოს უბნებზე ქალთა აქტივობა დაბალია
ქალ ამრჩველეთა მონაწილეობა ამ დრომდე დაბალია. არჩვენებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებსა და სოფლებში ქალ ამომრჩველთა მონაწილეობის ნაკლებობა შეიმჩნევა. ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის „ვარდისუბანი“ წარმომადგენელი მარიამ დარჩიაშვილი, რომელიც იორმუღანლოს თემში 44 უბანზე იმყოფება, აცხადებს, რომ 14 საათამდე უბანზე ქალთა მონაწილეობა მცირეა.
„რაც მე აქ ვარ და ვაკვირდები, ქალები კანტი-კუნტად მოდიან. სამწუხაროდ, მათ ენობრივი ბარიერიც აქვთ, არ იციან საარჩევნო პროცედურებიც“, – განუცხადა „კახეთის ხმას“.
საგარეჯოს საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომიასიის თავმჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის იორმუღანლოს თემში სულ 15 ათასი ამომრჩეველია, აქედან ამ დროისათვის 9 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ,,საგარეჯოში არის სულ 50 საარჩევნო უბანი, აქედან 38-დან 50-ის ჩათვლით ეკუთვნის იორმუღანლოს თემს. ამ დროისათვის, იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე 8900 -ზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთრი არჩევანი“, – განაცხადა ზურაბ მღებრიშვილმა.
,,ჩვენი ქალები არჩევნებზე საერთოდ არ მიდიან ხოლმე, მაგრამ თუ მიდიან შუადღის შემდეგ. ოჯახის ქალებს სახლში ბევრი საქმე აკვთ გასაკეთებელი, სად არის ამდენი დრო ქალებისთვის? ჩვენ, კაცები დავდივართ არჩევნებზე და ვირჩევთ ვინც ჩვენ გვინდა“, – აცხადებენ სოფელ დუზაგრამაში.

