ახალი ამბები

სიღნაღის #29 უბანზე კიდევ ერთი საჩივარი დაიწერა

 მისი თქმით, მისვლისას საარჩევნო უბანი 7 საათამდე გახსნილი დახვდა. როგორც knews.ge-ს სიღნაღის #13 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა მჭედლიშვილმა განუცხადა, საუბნო კომისიის თავმჯდომარეს უბანზე პრინტერი შეჰქონდა, სწორედ ამიტომ იყო გახსნილი აღნიშნული საარჩევნო უბანი.

,,არანაირი პრობლემა არ ყოფილა ამ უბანზე, მხოლოდ მოხდა ერთი ფაქტი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს უბანზე მისვლისას შენობა 7 საათამდე გახსნილი დახვდა. ამაზე დაიწერა ერთი საჩივარი და ჩვენთანაც შემოტანილია უკვე’’,- განუცხადა knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.