ახალი ამბები

ნაცმოძრაობა – ახმეტაში სოფლების რწმუნებულები მოსახლეობაზე უხეშ ზეწოლას ახდენენ

 მოსახლეობაზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ახდენენ და აიძულებენ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს მისცენ ხმა. მისივე თქმით, ეს ფაქტები არჩევნების საბოლოო შედეგებზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს.

„ახმეტაში სოფლების რწმუნებულები მოსახლეობაზე უხეშ ზეწოლას ახდენენ. ისინი ემუქრებიან მოსახლეობას და ეუბნებიან, რომ თუ ხმას ქართულ ოცნებას და სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს არ მისცემენ, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. ასევე ამ ბინძურ კამპანიაში ჩართულები არიან ახმეტის გამგეობის თანამშრომლები. ეს უკანონო და სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები საბოლოო შედეგზე გავლენას მოახდენს“, – განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეებელმა ბექა ბაიდაიურმა ტერტერაშვილის ბრალდება უარყო და სიცრუე უწოდა.

„ეს არის სისულელე და ნაციონალური მოძრაობის ბოდვა. მტკნარი სიცრუეა“, – განუცხადა knews.ge-ს ბაიდაურმა.