გურჯაანის #11 უბანზე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა
უბანზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების ცვლილების შესახებ ინფორმაცია. მათი თქმით, აღნიშნულ ფაქტს უბანზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. უბანზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, აღნიშნული პრობლემა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა.