საგარეჯოს 44 – ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აქგიტაციის ფაქტი დაფიქსირდა
„კახეთის ხმის“ ინფორმაციით საგარეჯოს იორმუღანლოს44 ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, დამკვირვებელთა ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აგიტაციას, რაც საქართველოს კანომდებლობით არის დარღვევა.
„პატრიოტთა ალიანსის“ დამკვირვებლის, ეკა მირიანაშვილის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საარჩევნო აგიტაციას. კერძოდ „რამდენიმე ამომრჩველი უხეშად ერეოდა ხმის მიცემის დროს, ერთ -ერთ ამომრჩეველს ფურცელზე ჰქონდა დაწერილი საარჩევნო ნომერი 5, რასაც სხვა ამომრჩეველს აჩვენებდა, კაბინაში გაკრული იყო 41 ნომერი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე“.
აღნიშნული ფაქტი „კახეთის ხმას“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, დაწერილია რამდენიმე საჩვარი, რომელსაც საოქო საარჩევნო კომისია განიხილავს.