ლაგოდეხში სამი საჩივარი დაიწერა
ლაგოდეხის #15 საოლქო -საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 3 საჩივარია შესული. როგორც Knews.ge-ს საოლქო კომისიის მდივანმა ლალი ძაგანაშვილმა განუცხადა, ორი საჩივარი მაწიმის #4 და კართუბანის #14 უბნებზე დაიწერა. ,,სოფელ მაწიმის #4 საარჩევნო უბანზე დაიწერა ორი საჩივარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო ბიულეტენში ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი არ იყო შეყვანილი, ხოლო კართუბნის #14 უბანზე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებისას რეგისტრატორის რეგისტრაციის მისამართი იყო გამორჩენილი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლალი ძაგანაშვილმა.
ლაგოდეხის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების ფაქტი დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის #14 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა. როგორც Knews.ge-ს უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა განუცხადეს, საკონტროლო ფურცელი არასრულად იყო შევსებული. აღნიშნულ ფაქტს ლაგოდეხის #15 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ. კომისიის მდივნის, ლალი ძაგანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.