ახალი ამბები

საარჩევნო ბიულეტენები 3 ენაზე დაიბეჭდა

როგორც knews.ge-ს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა, ბიულეტენები დაიბეჭდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 

,,აღსანიშნავია, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები დაიბეჭდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე. ესენია – სომხურ-ქართული,აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კახეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

,,ქართული ბევრმა იცის, მაგრამ წერა-კითხვა ცოტამ, განსაკუთრებით კი, ოჯახის ქალებმა. მივესალმებით ჩვენს ენაზე თუ დაიბეჭდა”, – აცხადებენ იორმუღანლოს თემში, სოფელ დუზაგრამაში.