ახალი ამბები

ხვალ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეეძლება

ამომრჩეველს ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეეძლება. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად – დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
რაც შეეხება გადასატან ყუთს, კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.