ახალი ამბები

გურჯაანში კაკლის ბაღი გაშენდა

სოფელ მელაანში მცხოვრები მალხაზ ქლიბაზე აღნიშნულ პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 40,977 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 25,410 ლარი ნერგებზე, ხოლო 15,567 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
,,11 ჰექტარზე გავაშენეთ ჩანდლერის ჯიშის კაკალი.
ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შანსი ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომ გვქონდეს გარანტირებული შემოსავალი და ვიყოთ მეტად უზრუნველყოფილი ვიდრე ახლა”– განაცხადა მალხაზ ქლიბაძემ.
კაკლის ბაღი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად მოინახულა. მისი თქმით, აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 398 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 1,488,103 ლარი.
,,ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1,728 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 8,621,612 მილიონ ლარს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა”,– განაცხადა ლევან დოლიძემ.