ახალი ამბები

ვანო გალახვარიძე – სუბსიდია უნდა გაუქმდეს

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სახელმწიფომ უნდა შეწყ­ვიტოს სუბსიდირება. უნდა მოხდეს შხამ-ქიმიკატების ხარისხის მკაცრი კონტროლი. ასევე, უნდა შეიქმნას ანტიმონო­პოლიური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს შხამ-ქიმიკატების შემოტანას საზღვარზე”, – აცხადებს გალახვარიძე.

მისივე განცხადებით, სუბსიდირებიდან გამოთავისუფლებული თანხებით სახელმწიფომ უნდა შემოი­ყვანოს ტექნიკა, რომელიც შესაბა­მის სამუშაოებს შეასრულებს.

,,ფერმერს უნდა ჰქონდეს მაქსიმალუ­რი შესაძლებლობა, გაეცნოს უცხო ქვეყანაში საოჯახო მეურნეობების მიერ ღვინის წარმოების პროცესს. ეს ხელს შეუწყობს საოჯახო ბრენდების ჩამოყალიბებას. აუცილებელია, ჩატარდეს ღვინის ფესტივალები, სა­დაც ძირითადად მონაწილეობას მიი­ღებენ მცირე მეწარმეები, უცხოელი ინვესტორები და ბიზნესმენები, რომლებიც გაიცნობენ გლეხების მიერ წარმოებულ ღვინოს“, – ამბობს გალახვარიძე.