თესაუში სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყობა
,,2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, კაკალი, ყურძენი და სხვა სახის სასოფლი სამეურნეო კულტურები გაშენდება. ნაკვეთი მნიშვნელოვანია, როგორც კვლევების ჩასატარებლად, ასევე, ფერმერების ინფორმირებულობის თვალსაზრისით”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
პროექტი USAID-ს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.