ახალი ამბები

ახმეტაში პროფესიული კოლეჯის სასწავლო ფილიალი გაიხსნა

სასწავლებელი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ახალ ფილიალში განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. 

,,პროფესიულ სასწავლებელს „აისი“ ალვანის ფილიალი 2007 წელს გადაეცა, შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროგრამები, რომელიც ალვანის ფილიალში ხორციელდება სრულადაა მორგებული რეგიონის საჭიროებებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეტერინარია, კოლეჯში მოქმედებს ტურიზმის, რეწვის, ხელოვნების მიმართულების პროგრამები, ასევე არის პროგრამები, რომელიც რეგიონში მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს. რეგიონისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადია დეკორატიული ქსოვილების, თექის დამუშავების სპეციალისტები. არსებული მიმართულებები ახალი სასწავლო ბაზის პირობებში, კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება. შენობის მეორე სართული სასტუმროს დაეთმობა, სადაც ტურიზმის მიმართულების სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან,” – აცხადებს პროფესიული კოლეჯ „აისი“-ს ქვემო ალვანის ფილიალის ხელმძღვანელი ნუგზარ ძამუკაშვილი.