გელა გელაშვილი – ყურძნის ფასი უნდა დარეგულირდეს
იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გახსნას რამდენიმე მძლავრი ქარხანა, რომელიც ქვეყანაში ყურძნის ფასის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
,,მევენახეობა–მეღვინეობის დარგის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ბიზნესის პოლიტიკისგან გამიჯვნას მივიჩნევ. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და აწარმოოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რათა ქართული ღვინო ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე გაიყიდოს.
ასევე, აუცილებელია რამდენიმე სახელმწიფო საწარმო გაიხსნას, რის შედეგადაც დარეგულირდება ყურძნის ჩასაბარებელ ფასი და ამ მხრივ მევენახეს ალტერნატივაც გაუჩნდება.
გარდა ამისა, ბიზნესი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან. პოლიტიკურად საფრანგეთსა და იტალიას დაძაბული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, მაგრამ ეს ქვეყანა არის მათი პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარი. ამ კუთხით აქტიურად უნდა ვიმუშავოთ. არ ვამბობ, რომ ეს იქნება ადვილი, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის რეალიზაციისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს გელაშვილი.