არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აიკრძალა
,,საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა”, – აცხადებენ ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.