სტატიები

სოფელ კაბალის მოსახლეობის ნაწილი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს

გამოკითხულთა ერთი ნაწილის თქმით, იმის გამო, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და მთავრობამ მათი პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნა, ისინი არჩევნებზე წასვლას არ აპირებენ.

 

ვაკიფა სულეიმანოვი:

,,ჩვენი სოფლის ახალგაზრდების ნაწილი საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული ოჯახების გამოსაკვებად. ყველა სოფელშია პრობლემა, მაგრამ ჩვენ მიტოვებულად ვგრძნობთ თავს. კარგია, რომ მთავრობა პრობლემებზე რეაგირებას ახდენდეს. მოგვხედონ და საქმე გაგვიკეთონ, მიწის ნაკვეტები ჩვენ არ გვაქვს და საძვრები, აბა რიღას სოფელია.’’

ნუნუ სულეიმანოვი:

,,ექვსი შვილიშვილი მყა, შენახვა და რჩენა ხომ უნდა? არაფრის შემოსავალი არ გვაქვს. სახლის ეზოც კი პატარაა. მარტო პენსია მაქვს და ამით ვიცხოვრებ? არჩევნებზე წასვლას არ ვაპირებ, რადგან არავისი იმედი აღარ მაქვს.’’

გურჯაჰან სულეიმანოვი:

,,რატომ უნდა წავიდე? მარტო წინასაარჩევნო მოდიან დეპუტატობის კანდიდატები და გვპირდებიან, რომ სოფელში არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ, თუმცა განსაკუთრებული არაფერი გაკეთებულა. საძოვრების არარსებობის გამო აღარც საქონელი გვყვავს. ზოგს ბევრი ჰექტარი მიწა აქვს, ზოგს კი, არაფერი.

 

ამიდულ სულეიმანოვი:

,,ბევრი პრობლემა გვაქვს, გზისა და საძოვრების საკითხები ყველაზე მეტად გვაწუხებს. ადგილები, ნაკვეთები ყველა გაყიდულია. წინასაარჩევნო მოდიან დეპუტატობის კანდიდატები და გვპირდებიან პრობლემების მოგვარებას, თუმცა მათი იმედი აღარ გვაქვს. აღარც მათი დაპირებების მჯერა.’’

შაფიკა ნამაზოვი:

,,ბევრჯერ ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩემები აპირებენ წასვლას არჩევნებზე, მაგრამ მე არ წავალ. ხმა ვისაც მივეცი, არ დამეხმარა და ახლა რა შეიცვლება?’’

ნაზი ნამაზოვი:

,,ვაპირებ, წავიდე არჩევნებზე და მივიღო მონაწილეობა. გადაწყვეტილი მაქვს ვისაც ავირჩევ.  იმედი მაქვს, რომ მართლა მოგვხედავს და სხვებივით არ მოგვატყუებს ახალი დეპუტატი, თუ არადა, არჩევნებზზე აღარ წავალთ.’’

გულინა სარდაროვი:

,,არ გადამიწყვეტია წავალ თუ არა, ჯერ დავილაპარაკებთ ამ საკითხზე ოჯახში. სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, ბევრჯერ სხვადასხვა კანდიდატებს ვთხოვეთ დახმარება და არავინ დაინტერესდა. არც ახლა მაქვს არავისი იმედი.’’