ახალი ამბები

სოფელ ანაგაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

როგორც Knews.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენობის სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯარა, სამზარეულო, სველი წერტილები და საკლასო ოთახები გარემონტდა, ასევე, ახალი ინვენტარი განთავსდა. უწყების ინფორმაციით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა.
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სოფელ ანაგის განახლებული საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. მათ აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.