ახალი ამბები

თელავში ქართული ღვინის კვირეული გაიხსნა

ორგანიზატორების განცხადებით, ქართული ღვინის კვირეული წინა წლებთან შედარებით გაცილებით უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანია. „ღვინის კლუბის“ ინფორმაციით, კვირეული თელავის რაიონის სოფელ იყალთოში გაიხსნა. დღის განმავლობაში ქვევრის სკოლა–სახელოსნოში გაიმართება ფოტო გამოფენა, სამონასტრო ღვინოების დაჯილდოება და სხვა აქტივობები.

პარალელურად, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით თელავში, სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიის ქართული ღვინო და ნებისმიერ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს ტრადიციული ქართული ყველისა თუ ტკბილეულის თანხლებით.