სიღნაღის პოლიციამ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევაზე გამოძიება დაიწყო
როგორც ,,ქართული ოცნების“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებულ ოლქში მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი შიოლაშვილის პლაკატებს მასობრივად აზიანებენ.
,,სოფელ ვაქირში ეგ პლაკატები “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა კოორდინატორებმა ჩამოხიეს. ამის გამო მათთან შელაპარაკებაც მომიხდა”, – აცხადებს შოთა ხუციშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი მედეა მჭედლიშვილი “ქართული ოცნების” ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. “ქართული ოცნების“ წევრებმა უკვე მიმართეს პოლიციას. საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაქირში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის აღნიშულ საკითხზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.