ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი გურჯაანში პროფესიული განათლების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის

დავით სონღულაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან  შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  რეგიონის განვითარებისათვის და ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად პროფესიული განათლების ცენტრების არსებობა ადგილობრივი ეკონიმიკის სტიმულირების საუკეთესო საშუალება იქნება.

„ცოდნის გაღრმავება კონკრეტული მიმართულებით და ხარისხიანი განათლების მიღება ყველას უნდა შეეძლოს. ჩემი სურვილია, მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მაღალი ხარისხის პროფესიული სწავლების შესაძლებლობა არსებობდეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მათთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს. მე ყველანაირად შევეცდები განვავითარო ეს მიმართულება, რადგან განათლებულ ადამიანებს ყველაფერი შეუძლიათ“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.