თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ოქტომბერში ჩატარდება
,,კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის სიმფონიური ორკესტრი ფესტივალის გახსნაზე წარდგება მსმენელის წინაშე გამოჩენილი პოლონელი დირიჟორის იაცეკ კასპშიკის ხელმძღვანელობით. ფესტივალის დასკვნით საღამოს კი, პოლონურ სიმფონიურ ორკესტრს ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს,”–განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.