თესაუს პროფესორი ანცი ფარასადანიშვილი გარდაიცვალა
“ღვაწლმოსილი პროფესორი და მკვლევარი, შესანიშნავი თანამშრომელი, კოლეგა, საყვარელი ლექტორი და რაც მთავარია, კარგი ადამიანი, ანცი ფარსადანიშვილი დააკლდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს”, – ასეახასიათებენ თესაუს პროფესორ-მასწავლებლები ფარსადანიშვილს.
ანცი ფარასადანიშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1970 წლიდან მუშაობდა. იგი 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თესაუს დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ანცი ფარსადანიშვილი უამრავი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორია.
“სტუდენტების მხრიდან გამორჩეული სიყვარულით სარგებლობდა. მხოლოდ იმიტომ რომ მზრუნველი, მაგრამ საკმაოდ მკაცრი დეკანი, სამართლიანი იყო სამსახურშიც, ოჯახშიც და მეგობრებშიც. ის სიცოცხლის ბოლომდე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებში იყო ჩართული და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად უზიარებდა კოლეგებსა და სტუდენტებს. დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ უდიდესი დანაკლისის გამო. ანცი ფარსადანიშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ყოველთვის დარჩება, როგორც პროფესიონალიზმისა და კაცურკაცობის მაგალითი, თავმდაბალი, მაგრამ დიდი სიმაღლის ადამიანი”, – განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.