,,პატრიოტთა ალიანსის“ თელავი-ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა მამაცაშვილია
კანდიდატად „გაერთიანებული ოპოზიციის” წევრმა, პარტია ,,ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძემ წარადგინა. მამაცაშვილის განცხადებით, პოლიტიკური საქმიანობა თელავიდან დაიწყო.
,,მზად ვარ ვემსახურო თელავსა და ყვარელს. წინასაარჩევნო კვლევევი ადადტურებს, რომ ,,პატრიოტთა ალიანსი” არის მთავარი ოპოზიციური ძალა მზარდი რეიტინგით. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შევხვდე ყველა ადამიანს და გავაცნო ჩვენი პროგრამა. ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში იმიტომ რომ ვიზრუნოთ ხალხზე. ჩვენ ვართ ქართული პარტია და ვემსახურებით ქართულ საქმეს“, – განაცხადა გოჩა მამაცაშვილმა.