ოთარ კვირიკაშვილი – თუშეთის ცალკე მუნიციპალიტეტად გამოყოფის იდეას მხარს დავუჭერ
როგორც knesw.ge-სკვირიკაშვილმა განუცხადა, ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსულობების თითქმის 40 პროცენტი, თუშების 97 ფერმერულ სახლზე მოდის. მისი განმარტებით, 97 ოჯახი თითქმის ბიუჯეტის ნახევარს ავსებს და ეს თანხა ფაქტობრივად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯებს ხმარდება.
“წლებია დაიმტერესებული ვარ და ვიქნები ამ იდეის მხარდამჭერით. გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოვიყენებ საპარლამენტო ბერკეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა სიკეთეების მომტანი იქნება ხალხისთვის, გეტყვით, რომ ეს არის უნიკალური ტრადიციების კუთხე, რომელსაც სპეციფიკური მმართველობა სჭირდება. თუშ კაცზე კარგად ვერავინ ვერ მართავს ამ მხარეს. ამ რეფორმის შედეგად, ადგილობრივებისთვის ბევრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის სიკეთე, რაც გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, – განაცხადა ოთარ კვირიკაშვილმა.