თელავში სახელოვნებო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, სკოლის სველი წერტილების კაპიტალური მოწყობა. როგორც Knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, ხელოვნების სკოლაში ახალგაზრდები სხვადასხვა დარგში მიიღებენ განათლებას და ხელსაქმეს პროფესიულ დონეზე შეისწავლიან. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ ინგლისის ქალაქ დარლინგტონის და შვეიცარიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“შენობა, რომელიც წლების განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა, სანახევრო და უხარისხო რეაბილიტაციის შედეგად სრულიად უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ჩვენ შევძელით, რომ შენობა მერიის საკუთრებად დაგვერეგისტრირებინა. ახალგაზრდებს ჩვენ შევუქმნით იმის პირობებს, რომ მოახდინონ საკუთარი ხელოვნების ნიმუშების რეალიზაცია, რაც შემდგომში სახელოვნებო სკოლის რეინვესტიციასაც მოხმარდება”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.