კახეთში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიხსნა
საერთაშორისო კონფერენციაზე 150-ზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს 250 დელეგატი, რომელთაგან 50% უცხოელია. კონფერენციაზე მოწვეულები არიან მაღალი რანგის სტუმრები 42 ქვეყნიდან. მასშტაბურ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალყნიდაებ რიფაი ჩამოვიდა.
კონფერენციის პარალელურად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს. ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარების შესახებ ოფიციალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თალებ რიფაიმ განაცხადეს 2015 წლის ნოემბერში ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.
ნოემბერში გამართულ ონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ,,ჩვენთვის დიდი პატივია ხსენებული ღონისძიების მასპინძლობა. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პოტენციალის საუკეთესოდ წარმოჩენა. მოგეხსენებათ რომ საქართველოს ღვინის კულტურასთან 8 ათას წლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, ქართული ღვინის ქვევრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი და კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიშია აღწერილი“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის კონფერენცია „შატო მუხრანში“ დასრულდება.