თელავის უნივერსიტეტში სწავლა 19 სექტემბერს განახლდება
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე კი ახალი სასწავლო წელი 10 ოქტომბრიდან განახლდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, წელს 21 საბაკალავრო პროგარამაზე გამოცხადებულ 700 ადგილზე 278 აბიტურიენტი ჩაირიცხა. როგორც knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გასულ წელთან შედარებით 2016 წლისთვის პირველკურსელთა რაოდენობა გაიზარდა.
“თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2014 წელს უნივერსიტეტში 179, გასულ წელს კი 230 აბიტურიენტი ჩაირიცხა. მნიშვნელოვნად გაზრდილია თესაუში მობილობის მსურველ სტუდენტთა რაოდენობაც. 2016-2017 სასწავლო წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი საქართველოს სხვადასხვა უმაღესი სასწავლებლების 56-მა სტუდენტმა გამოთქვა და ისინი მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან თესაუს სტუდენტები გახდებიან”, – განუცხადეს knews.ge–ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.