ლაგოდეხში მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ლაგოდეხის ტერიტორიაზე 4.2 მაგნიტუდა (Ml) სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი იყო აზერბაიჯანის ქალაქ შეკში. ადგილობრივების ინფორმაციით, ლაგოდეხში სიმშვიდეა.