კახეთში ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა
ღონისძიება გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების საჭადრაკო კლუბის კონსულტანტის, ჯიმშერ ჯავახიას ინიციატივით. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ლაგოდეხის, ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტის გუნდები. როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელმა – ალექსი იმერლიშვილმა განუცხადა, საპრიზო ადგილების მფლობელ მოჭადრაკეებს სიგელები და მედლები გადაეცათ.
“8 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის პირველი, მეორე, მესამე ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილზე ლაგოდეხელი მარი ლიმარი გავიდა, მეორე ადგილილაგოდეხში მცხოვრებმა ანა ლიმარიმ დაიკავა, მესამე ადგილი კი თელაველმა ნინი რეხვიაშვილმა დაიკავა. 10 -12 წლამდე შორის კი პირველი ადგილი ლაგოდეხელ ნიკოლოზ შუბითიძეს ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები ლაგოდეხელმა გიორგი შუბითიძემ და ახმეტაში მცხოვრებმა ქეთი ერთგულაშვილმა გადაინაწილეს”, – განაცხადა ალექსი იმერლიშვილმა.