ირაკლი სესიაშვილი სოფელ შალაურის ამომრჩეველს შეხვდა (R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ შალაურის N40 უბნის ამომრჩეველს შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ სიკეთეებზე ისაუბრა.
„აღსანიშნავია ის, რომ ჯანდაცვის მიმართულებით 3 მილიარდი ლარი იხარჯება, 2015 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს,თითოეული პაციენტის მკურნალობა დაახლოებით 94 000 დოლარი ღირს.ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელმაც მისცა საშუალება ადამიანებს დაემარცხებინათ C ჰეპატიტი“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებს- სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოები.
მან ასევე ისაუბრა ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ვცხოვრობთ უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყანაში, რაც განაპირობებს ტურიზმის განვითარებას არამარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში“,- აღნიშნა მან. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოსახლეობის მხრიდან სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზები დასახა.
პოლიტიკური რეკლამა (R)