ახალი ამბები

სიღნაღში ღორები იხოცება

მისი განცხადებით, მეღორე ფერმერები საქონლის ინტენსიურად დახოცვის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვეტერინარული სამსახური მომხდარ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენს.

,,ახალი კერების გაჩენის შესახებ მიღებული ინფორმაცია მაიძულებს, გავასაჯაროვო ვეტერინარული სამსახურის რბილად რომ ვთქვა, გულგრილი დამოკიდებულება. თურმე მათ კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული საკითხის შესწავლა, შესული ინფორმაციაზე რეაგირება, დახოცილი ღორებისგან გარემოს დაბინძურებისა და ანტისანიტარიის ფაქტების გამოვლენა და ალაგმვა”. 

ფერმერი ქალბატონი კოლეგებს მიმართავს, რომ საეჭვო ფაქტის დაფიქსირებისთანავე მიმართონ მუნიციპალიტეტის ვეტსამსახურს.

,,თუ მათგან დროული რეაგირება არ მოხდება, ჩვენ დაგვიკავშირდით. გაუფრთხილდით გარემოს, თქვენ სოფელს, ნუ ჩაყრით ღია ხევებში მკვდარ საქონელს, რასაც შეიძლება უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. ბოლო 4 წლის განმავლობაში თუ რომელიმე დარგის წარმატებაზე უნდა ვისაუბროთ, ეს სოფლის მეურნეობაა, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას თუ ქვედა რგოლში არ ეყოლება კარგი შემსრულებელი, შედეგი იქნება უარყოფითი. ფერმერისთვის კი, მნიშვნელობა არ აქვს ვის გამო დაზარალდება”,-განაცხადა ფხოველიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი განმარტავს, რომ დაავადებული ღორის ლეშის ქუჩაში უპატრონოდ დაგდება სასტიკად აკრძალულია.

,,ლეშმა შესაძლოა, დაავადოს არა მარტო სოფელი და რაიონი, არამედ მთელი რეგიონიც კი მითუმეტეს თუ ღორი აფრიკული ცხელებით დაიღუპა. აფრიკული ცხელების დროს რეგიონში ცხადდება მკაცრი კარანტინი, დაავადებული ღორები უნდა დაიწვას შესაბამისი წესით”,-აცხადებს გიგაშვილი.

ფოტოები: ირინე ფხოველიშვილი