,,ლეიბორისტული პარტიიდან” თელავი-ყვარლის დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ჯიყაშვილი იქნება
როგორც ჯიყაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თელავის და ყვარლის მოსახლეობის ინტერესებს პარლამენტში მაქსიმალურად დაიცავს.
დეპუტატობის კანდიდატი თელაველებსა და ყვარლელებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვასა და ისტორიული ძეგლების გადარჩენას ჰპირდება.
,,თელავის მუნიციპალიტეტს აქვს საგანძური – სოფელი კისისხევი, სადაც არის 100–ზე მეტი ისტორული ძეგლი. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ სწორედ ამ ისტორიული ძეგლების მონახულებას შევთავაზებთ ტურისტებს იმისთვის, რომ განვითარდეს ტურიზმი. გარდა ამისა, ,,ლეიბორისტული პარტიის“ მთავარი მიზანი და დაპირება სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გადარჩენაზე ზრუნვაა’’, – განუცხადა knews.ge-ს აკაკი ჯიყაშვილმა.