გარემოს დაცვის მიმართულებით თელავში ახალი პროექტი დაიწყო
როგორც knews.ge-ს რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ლოლაძემ განუცხადა, პროექტის მიზანს წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტის ფარგლებში „რეგიონის განვითარების ცენტრი“ ცნობიერების ამაღლების კამპანიას წარმართავს თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში: რუისპირში, ვარდისუბანში, აკურაში, ვანთაში, კურდღელაურში, ნაფარეულში, სანიორეში, ართანაში, ლალისყურსა და ლაფანყურში.
“სოფლებში შეხვედრები დავიწყეთ დღეიდან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა, რათა მოსახლეობასა და, გასაკუთრებით, ახალგაზრდებს მიავწოდოთ ინფორმაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიერ გარემოს დაბინძურების რისკების შესახებ და ასევე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების საკითხებზე”, – განაცხადა ნინო ლოლაძემ.
პროექტი ხორციელდება „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით და დასრულდება 2016 წლის დეკემბერში.