ახალი ამბები

წელს დედოფლისწყაროში 2800 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან

ამ დროისთვის მოსავალს ფიროსმანსა და სამთაწყაროში კრეფენ. საფერავის ღირებულბა სუბსიდიის ჩათვლით 1 ლარია, ხოლო რქაწითელის – 80 თეთრი.
როგორც Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, წლევანდელი რთველისთვის ღვინის ქარხნები სრულ მზადყოფნაში არიან და ჩაუბარებელი ყურძენი არცერთ მევენახეს არ დარჩება.
,,რთველი, როგორც ყოველთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებიდან – სამთაწყაროსა და ფიროსმანიდან იწყება. ყურძნის ჩაბარებაზე პრობლემა არ არის. დაახლოებით 700 ტონა ყურძენი უკვე ჩაბარებულია სოფელ სამთაწყაროდან, აქ მოკრეფის შემდეგ რთველი უკვე ზედა ზონაში, არხილოსკალოში გაგრძელდება. მე შემიძლია პირობა მივცე ჩვენს მევენახეებს, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება და არანაირი შეფერხება ამ მხრივ არ იქნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოებით 2500-დან 2800 ტონამდე ყურძენს ჩავაბარებთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან,“ – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.