ხვალ პრემიერი კახეთის სამ რაიონს ეწვევა
11 საათზე მთავრობის მეთაური ახმეტაში ჩავა, 12.30 საათზე ყვარელს ესტუმრება, ხოლო 14.45 საათზე კი ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობას შეხვდება. როგორც knews.ge-ს პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, კვირიკაშვილი თელავი-ყვარლის, ახმეტა-თელავისა და ლაგოდეხი-ყვარლის საარჩევნო ოლქების მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს.