კახეთში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
სინოპტიკოსების განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტესად იქნება ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსი იქნება, თბილისში – 26 გრადუსი.
ხვალიდან ერთი კვირის განმავლობაში უმეტეს რაიონში არამდგრადი, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით დღისითაც არის მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება.