ახალი ამბები

ლევან კოჭლოშვილი – დეპუტატობის კანდიდატობაზე 4 პარტიიდან მაქვს შემოთავაზება

კოჭლოშვილი პოლიტიკაში წასვლის მიზეზად მმართველი პარტიის მიერ სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების დაკვეთის შეუსრულებლობას ასახელებს.  მისი თქმით, დეპუტატობის კანდიდატობაზე 4 პოლიტიკური პარტიიდან აქვს შემოთავაზება.

,,ქართული ოცნების’’ ამომრჩევლების მთავარი დაკვეთა სამართლიანობის აღდგენა იყო და ვერ შესრულდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კენჭის ყრა. კარგად ვიცნობ თელავს და ყვარელს, რადგან ბოლო ექვსი წელია, რაც აქ ვცხოვრობ, აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და სამომავლოდ შემიძლია ბევრი კარგი საქმის გაკეთება. ვთვლი, რომ რეალური შანსები გამაჩნია იმის, რომ გავხდე დეპუტატი. რაც შეეხება პარტიას, ვისი წარმომადგენელიც მე ვიქნები ჯერ არ დავასახელებ, რადგან 4 პარტიიდან მაქვს შემოთავაზება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პარტია, რომელსაც ავირჩევ, არ იქნება კოალიციაში ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ და იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ნაციონალების ბოგინი და აღდგეს ქვეყანაში სამართლიანობა. მე არ ვგულისხმობ ვინმეს ქუჩაში დაჭერას და ცემას, არამედ როგორც წესი და კანონია დამნაშავეების სამართლებრივად გასამართლებას‘’, – განუცხადა Knews.ge-ს ლევან კოჭლოშვილმა.