ახალი ამბები

რეგიონის მოსახლეობას შეღავათიან ფასებში ტრაქტორების შეძენა შეეძლებათ

,,უახლოეს ხანში, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, მოსახლეობას შეღავათიან ფასებში ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა შეეძლებათ. მოსახლეობასთან ხშირად მაქვს საუბარი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ და სხვა პრობლემატურ საკითხებზე სოფლის მეურნეობის დარგში. ასევე, ყურადღება მახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხები და ფერმერთა მომსახურების პროგრამები. ამ საკითხების გარშემო ვისაუბრეთ თელავში, სოფელ კონდოლში მცხოვრებ მოსახლეობასთან. განვიხილეთ სოფელში არსებული პრობლემები და ვიმსჯელეთ მისი მოგვარების გზებზე”,-განაცხადა სესიაშვილმა.
ადგილობრივების განცხადებით, სოფლისთვის მთავარ პრობლემას სარწყავი წყლის სისტემის გაუმართაობა და სხვადასხვა სოციალური საკითხები წარმოადგენს.