ირაკლი შიოლაშვილი – მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს
შიოლაშვილმა ამომრჩევლებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. შიოლაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.
„განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. ნუკრიანს სჭირდება ტურისტული კუთხით განვითარება და ხელშეწყობა. ამისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მნიშვნელოვანია ასევე, ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილებისა და სპორტული მოედნების მოწყობა. თქვენი სოფელი მაღალმთიანია. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელმაც მთას უნდა უშველოს. ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს“,- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.