რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მევენახეები 1 კგ. რქაწითელისათვის სუბსიდირების სახით 0,45 ლარს მიიღებენ, 1 კგ. კახური მწვანის ღირებულებაც 0,45 ლარი იქნება, 1 კგ. საფერავი კი – 0,20 ლარი.
“მევენახე სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელში 80 თეთრს,ხოლო საფერავში 1 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არა უმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით შეისყიდიან. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით”, – განაცხადა ოთარ დანელიამ
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს მოსავლის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ მიიღებს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.