„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წინასაარჩევნოდ ახალი ვებგვერდი აამოქმედა
საიტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის დაფიქსირებაში. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვებგვერდზე განთავსებულია საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 კითხვა, რომლებზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელი გაიგებს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს.
“ვებგვერდის მომზადების პერიოდში აღნიშნული კითხვები ოფიციალურად გადაეგზავნათ პოლიტიკურ პარტიებს/მათ ხელმძღვანელ პირებს, სადაც მათ ვთხოვდით პარტიის ოფიციალური პოზიცია დაეფიქსირებინათ ამ 36 კითხვასთან დაკავშირებით. კითხვარის შევსება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე”, -განაცხადეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.
კითხვარის შევსება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.