ახალი ამბები

საგარეჯოში ფოლკლორულ ანსამბლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ

აქტივობა პროექტ „ახალგაზრდული ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობითა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაფინანსებით განხორციელდა.
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიეცემა საშუალება ზედმეტი მატერიალური დანახარჯის გარეშე, დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა, ჩაატარონ კულტურული ღონისძიებები, მუსიკალურად გააფორმონ და აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალურ ღონისძიებებში.