ირაკლი სესიაშვილი – უმთავრესი პრიორიტეტი სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა
როგორც knews.ge-თან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა მისთვის უმთავრეს პრიორიტეტს სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული პროგრამების მოგვარება წარმოადგენს.
“ქვემო ხოდაშენში წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე აქტიურად მიმდინარეობს, მომავალ წელს დასრულდება წყალმომარაგების მოწესრიგება,აღდგება სოფლის გზა და დაიგება ასფალტი. სულ მალე სოფელ ვანთაში დაიწყება მინი სტადიონის მშენებლობა. ასევე იგეგმება სოფლებში არსებული სკოლების რეაბილიტაციაც. გარდა ამისა ვიცი,რომ თქვენთვის ამ პერიოდში ყველაზე საინტერესოა რთვლის პერიოდი. გპირდებით, რომ მისი დაწყების დღიდან 24 საათიან რეჟიმში მუდმივად თვალს მივადევნებ რთვლის მიმდინარეობას და მზად ვიქნები, პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინო“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.