კახეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს რძის მცირე საწარმოები გადაეცემათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო დანადგარებით აღიჭურვება. უწყების ცნობით, კოოპერატივები, ტრენინგების სახით ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ.
,,პროგრამაში ჩართულობით მესაქონლე კოოპერატივებს ეძლევათ საშუალება, რძე სტანდარტების დაცვით მიიღონ. ერთი მხრივ ერთობლივად მიაწოდონ რძის საწარმოებს, მეორე მხრივ კოოპერატივების ეძლევათ შესაძლებლობა, მისი მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ოთარ დანელიას უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge იყო შესაძლებელი.