სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ყვარელში შეხვედრა გამართა
შეხვედრას პალატის წევრი და არაწევრი 60-მდე მეწარმე დაესწრო. ჩიქოვანის განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეების ნაწილი საკუთარ საქმიანობაში საბუღალტრო პროგრამებისა და სასაწყობე აღრიცხვის მცოდნე კადრების დეფიციტს განიცდიან. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს იაფ სესხებთან წვდომასთან დაკავშირებული საკითხები, რაც რეგიონის მეწარმეთა განცხადებით, მათთვის პრობლემას წარმოადგენს.
“კახეთის ბიზნეს სექტორი პრობლემად ევროპული ბაზრის სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასაც მიიჩნევს. „ღია დიალოგი ბიზნესთან“ არის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრეზიდენტი და პალატის გუნდი რეგიონებში ბიზნეს-სექტორს ხვდებიან და კონკრეტული პრობლემების მოსმენის შემდეგ მათი გადაჭრის გზებზე მუშაობენ“, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.