სესიაშვილი – გლეხების წინაშე წარმოქმნილ პრობლემაზე რეაგირება იქნება დროული
იგი შტაბის მუშაობას გაეცნო და მის ხელმძღვანელს მოსახლეობასთან შეხვედრების დროს რთველთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სესიაშვილის განცხადებით, გლეხების პრობლემებზე რეაგირება იქნება დროული.
,,გავეცანი შტაბის მუშაობას, რომელიც წელს მაქსიმალურად მობილიზირებულია, რათა რთველმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს. გავიარეთ მოსახლეობის მიერ შეხვედრებზე დაყენებული სხვადასხვა პრობლემატური საკითხი, მათ შორის რიგებთან დაკავშირებული. შევთანხმდით, რომ საჭიროების შემთხვევაში გლეხების წინაშე წარმოქმნილ პრობლემაზე რეაგირება იქნება დროული”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.