278 აბიტურიენტი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა
როგორც knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, წელს 21 საბაკალავრო პროგარამაზე გამოცხადებულ 700 ადგილზე 278 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
“თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2014 წელს უნივერსიტეტში 179, გასულ წელს კი 230 აბიტურიენტი ჩაირიცხა. მნიშვნელოვნად გაზრდილია თესაუში მობილობის მსურველ სტუდენტთა რაოდენობაც. 2016-2017 სასწავლო წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი საქართველოს სხვადასხვა უმაღესი სასწავლებლების 56-მა სტუდენტმა გამოთქვა და ისინი მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან თესაუს სტუდენტები გახდებიან”, – განუცხადა knews.ge–ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.