„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
ამჯერად იგი დედოფლისწყაროში, ფორე მოსულიშვილის ქუჩისა და ე.წ. ხევსურების დასახლებაში შეხვდა ამომრჩეველს. შიოლაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და პარტიის გეგმების შესახებ ესაუბრა.
„4 წლის განმავლობაში უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში. უამრავმა თქვენგანმა ისარგებლა იმ სიკეთეებით, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელდა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით და მოვახდინეთდედოფლისწყაროში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემის გაწმენდა, ბიბლიოთეკის, საბავში ბაღის შენობის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების აღდგენა, გარე განათების მოწყობა,წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ერთად გავალამაზებთ დედოფლისწყაროს. მე ვიქნები თითეული თქვენთანაგის ხმა საქართველოს პარლამენტში და ვიდგები თითოეული თქვენთაგანის გვერდით“,– განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი შიოლაშვილმა.
პარტიის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების-პატარძეულის, შიბლიანის, ბადიაურის, მზისგულის, ყანდაურის, ვერხვიანისა და კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა.
სახელისუფლებო კანდიდატი ამომრჩევლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრებისას ყურადღება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა.
ადგილობრივები დაინტერესდნენ მიწის რეგისტრაციის საკითხით. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით მიწის რეგისტრაცია გამარტივდა. ამასთან, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.
„მოსახლეობა შეძლებს საკუთარი უძრავი ქონების უფასოდ დარეგისტრირებას, რაც აქამდე საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული“,-განაცხადა რომან მუჩიაშვილმა.