ახალი ამბები

,,ეროვნული ფორუმიდან” გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატი ბესარიონ ჩუგოშვილი იქნება

ჩუგოშვილი დაარსების დღიდან აღნიშნული პარტიის წევრია.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯერ საფინანსო, შემდეგ კი შიდა აუდიტის სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 
ჩუგოშვილის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აქტიურად იმუშავებს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
,,ეროვნული ფორუმი“ ის ძალაა, რომელიც ყველაზე წარმატებულად იზრუნებს ქვეყნის საგარეო და საშინაო უსაფრხოებაზე. ყველაფერი ამის დასტური არის ის შესანიშნავი წინასაარჩევნო პროგრამა, რომლითაც პარტია წარდგა ქართველი ხალხის წინაშე. პირადად მე ვიწყებ ბრძოლას გურჯაანის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში გასამარჯვებლად, ერთადერთი სურვილითა და მიზნით; პროგრამაში გათვალისწინებული ყველა სიკეთე უკლებლივ უნდა მივიტანო გურჯაანელ ხალხამდე. გურჯაანის მოსახლეობამ, რომელიც არაერთგზის იყო მოტყუებული და ცრუ დაპირებებით იმედგაცრუებული, უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ გულწრფელად გვსურს მათი კეთილდღეობა და უკეთესი მომავალი. ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ამაში პირველივე დღეებიდან დარწმუნდებიან გურჯაანელები”, – განაცხადა ბესარიონ ჩუგოშვილმა.