ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი თელავში შეხვედრას გამართავს

შეხვედრა 16:00 სააათზე თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის მიერ ინიცირებული ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, ყურადღება გამახვილდება ომბუდსმენის მანდატზე და, ზოგადად, კახეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. 
,,შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ნარკოპოლიტიკასა და ამ კუთხით არსებული ხარვეზებზე. შეხვედრაზე გაჟღერდება სახალხო დამცველის პოზიცია ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მცირე მოხსენებებით წარმოადგენენ მათი ორგანიზაციის პრაქტიკას და მიდგომას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდში, ასევე, გააქტიურდა ნარკოპოლიტიკით უკმაყოფილო საზოგადოების სამოქალაქო მოძრაობები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში ნარკო პოლიტიკის ხარვეზებზე”, – განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.