გურჯაანის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
მან რამდნიმე სოფელში საინფორმაციო შეხვედრა უკვე გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. გიორგაძის განცხადებით, საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში იქნება გურჯაანელების ხმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
,,მოვისმინე ხალხის პრობლემები და მეც გავაცანი ჩემი საარჩევნო პროგრამა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარებას დავიწყებ. ჩემი სახით საზოგადოებას ეყოლება საკუთარი ხმა პარლამენტში”,-განაცხადა გიორგაძემ.